logo
ENG



სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა - არის მსხვერპლი

28 იან 202417:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/28/16o61mt705do0hh.jpg

თურქეთში, სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურებისას 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაღუპულია ერთი ადამიანი - 52 წლის კაცი.

მედია დაჭრილების შესახებ ცნობას ავრცელებს, თუმცა ოფიციალურ უწყებებს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. უცნობია მომხდარის მოტივი. უბანი, სადაც თავდასხმა მოხდა, ამ დრომდე სამართალდამცველების ალყაშია.


close დახურვა