logo
ENG



სტამბოლში COVID-19-ით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში დააბრუნებენ

09 აპრ 202022:57
3 წუთის საკითხავი
 
y8yszir9so2frwk.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც ირკვევა, სტამბოლიდან დაინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში აბრუნებენ.

"სტამბოლიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სტამბოლში კორონავიურუსი დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, სამშობლოში ბრუნდება. მოქალაქის სტამბოლიდან გამომგზავრება რეანომობილით მოხდება და საქართველოში ის შესაბამის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას",-აცხადებენ უწყებაში. 

სამინისტრო ცნობით, კორონავირუსის პარალელურად ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.


close დახურვა