სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.
შეხვედრას რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრება.
მოლაპარაკებების დაწყებამდე მან თქვა, რომ უკვე დროა, "ველოდოთ მტკიცე შედეგებს" დღევანდელი რაუნდისგან.
ერდოღანის თქმით: "დროა, ორივე მხარემ შეწტყვიტოს ტრაგედია".
"ვფიქრობთ, რომ ვართ ფაზაში, როცა მოლაპარაკებებისგან მტკიცე შედეგებს უნდა ველოდოთ. თქვენ საფუძველს უყრით მშვიდობას თქვენი ლიდერების დირექტივებით. ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და მშვიდობა ყველასთვის ხელსაყრელი იქნება". - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ფომინი ხელმძღვანელობს, უკრაინის დელეგაციის მეთაური კი დავით არახამიაა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 10 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე ჩატარდა, თუმცა, უშედეგოდ დასრულდა.