logo
ENG



სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს

14 სექ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 
bfgfgl1ub6dto1h.jpg

სტამბოლში ახალგაზრდა ქართველი ქალი მოკლეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიასაშუალებების ცნობით, სამართალდამცველები ქალის ახლობლებმა გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ისინი მასთან 2 დღის განმავლობაში კონტაქტზე ვერ გავიდნენ.

ადგილზე მისულ პოლიციას ქალი გარდაცვლილი დახვდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ქალს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. 

ინფორმაცია ფორმულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

საგარეოში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილი ქალის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა.

 


close დახურვა