logo
ENG



სტანო: ოცნების განცხადებას ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, EU ორივე პრობლემური კანონის გაუქმებას ელის

09 მარ 202317:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/6ony87nyaet2cvl.jpg

საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ოცნების განცხადებას "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტების გაწვევაზე "საჭიროა, პარლამენტის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვეს" და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან "ორივე კანონპროექტის გაუქმებას ელის".

პიტერ სტანომ ოცნების მხრიდან "აგენტებზე" კანონპროექტის ორივე ვერსიის უკან გაწვევის შესახებ ფორმულას კითხვას წერილობით უპასუხა.

"ქართული ოცნების მხრიდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის გაწვევის მზაობის შესახებ განცხადება დამაიმედებელი სიგნალია. ახლა საჭიროა, ამას პარლამენტის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვეს. ევროკავშირი ელის, რომ ორივე პრობლემური კანონი "უცხოური გავლენებისა" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" შესახებ გაუქმდება.

ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის ვალდებულებას, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით, რაც შეესაბამება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, შეუერთდეს ევროკავშირს. ჩვენ გახსენებთ ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას" – განაცხადა სტანომ.

 

close დახურვა