სტეფანეს კონცერტები საქართველოში ახალ წლამდე აღარ გაიმართება. მომღერალი გასტროლებისათვის ემზადება. 21 და 22 დეკემბერს, სტეფანე მანჰეტანსა და ფილადელფიაში იმღერებს. კონცერტების ორგანიზება საკუთარ თავზე ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პროდიუსერმა ბუკა კარტოზიამ აიღო.
პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი და ხონძი, - სტეფანე მსმენელის წინაშე ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად წარსდგება. მომღერლის სურვილია საკონცერტო პროგრამაში, ამერიკაში მცხოვრები ქართველებიც ჩართოს.
ნიკოლოზ რაჭველისათვის ემიგრანტებთან შეხვედრა, ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ნიუ-იორკსა თუ ფილადელფიაში მეგობრებთან და კოლეგეთან ერთად ვიზიტი, თითქმის ყოველ წელს უწევს. ამჯერად მაყურებლის წინაშე, მიწვეული სტუმრის სტატუსით წარსდგება და მომღერალს აკომპანირებასაც გაუწევს.
ბორის შხიანის „ტანგო", რომელიც პირველი ქართული ინტერაქციული კინო-თამაში „არენას" საუნდთრეკია, და რომელმაც ინტერნეტ სივრცეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, ამერიკაშიც შესრულდება, ამასთანავე მსმენელისთვის მიაქვს ჰიტები, ენერგიული და საცეკვაო სიმღერები. ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 დღის განმავლობაში დარჩება, დაბრუნების შემდეგ საახალწლოდ წინანდალში იმღერებს.