უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში ერთდროულად სამი მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადება შევიდა.
მისი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებმა დაწერეს.
როგორც ცნობილია, გადადგომის განცხადება უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარემაც დაწერა.
რადას თავმჯდომარის თქმით, ყველა განცხადება უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.