ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ცოტა ხნის წინ სტეფანწმინდა-კობის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა ზვავმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზვავმა ერთი ავტომობილი, რომელშიც სამი პირი იმყოფებოდა, ხევში გადააგდო. შემთხვევის შედეგად ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ხევიდან ორი პირი ამოიყვანეს, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სტეფანწმინდა-კობის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
04 თებ 202020:55
3 წუთის საკითხავი