logo
ENG



სტივ ნიქსის თქმით, 2024 წლის არჩევნებზე IRI და NDI საქართველოში ერთობლივ მისიას გეგმავენ

08 დეკ 202322:30
3 წუთის საკითხავი
clock 696
2023/12/08/i4xle674f39r2y6.jpg

ფორმულას ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივ ნიქსი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე IRI და NDI ერთობლივი მისიის განხორციელებას გეგმავენ. ეს საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ასევე, მოკლევადიანი დამკვირვებლების ვიზიტს გულისხმობს. 

IRI-ის წარმომადგენელი, ასევე, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სადამკვირვებლო მისიას ამერიკელი სენატორები და კონგრესმენებიც შეუერთდნენ. 

"ვვარაუდობთ, რომ ჯამში 40-დან 60 დამკვირვებლამდე გვეყოლება, რომლებიც, ვთვლით, რომ საკმარისი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად. მოკლევადიანი დამკვირვებლები რამდენიმე კვირით ადრე ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენი ვარაუდი და იმედია, რომ კონგრესის ორივე პალატის ორივე პარტიიდან კონგრესმენები და სენატორები ჩამოვლენ საქართველოში არჩვენებზე დასაკვირვებლად", - აცხადებს ის. 


close დახურვა