logo
ENG



სტიქია კახეთში - ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლის სახურავები, დაზიანებულია ელგაყვანილობა

03 ივლ 202100:29
3 წუთის საკითხავი
 

სტიქიაა კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხეები მოგლიჯა, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა და დააზიანა ელექტროსადენები.

ფორმულას ინფორმაციით, ხეები მოგლეჯილია საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე, ქალაქ ლაგოდეხსა და რამდენიმე სოფელში, მათ შორის: კაბალში, ჰერეთისკარში, ნინიგორსა და ბაისუბანში.

სოფელ კაბალში, ფორმულას ინფორმაციით, ქარმა სახურავი გადახადა რამდენიმე სახლსა და დამხმარე ნაგებობას. სოფელ შროშაში ქარის მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა.

სტიქიის გამო დაზიანებულია ელექტროსადენები და მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.


close დახურვა