logo
ENG



სტიქიას ინდოეთსა და ბანგლადეშში 14 ადამიანი ემსხვერპლა

21 მაი 202009:55
3 წუთის საკითხავი
 

სტიქიას ინდოეთსა და ბანგლადეშში 14 ადამიანი ემსხვერპლა. ციკლონმა სახელწოდებთ "ამფანი", ყველაზე მეტად ინდოეთის დასავლეთ რეგიონები დააზარალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განადგურებულია რამდენიმე ათასი საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.  

ბანგლადეშის ხელისუფლებამ 2 მილიონზე მეტი მკვიდრის ევაკუაცია მოახდინა. სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთვებიან. მეტეოროლოგების შეფასებით, "ამფანი" ბოლო წლების განმავლობაში ბენგალის ყურეში ყველაზე ძლიერი შტორმია. ქარის სიჩქარე საათში 265 კილომეტრს აღწევდა.   


close დახურვა