პანდემიის ფონზე ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში.
უხვი ნალექის გამო მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტოდან გადმოვიდა, რის გამოც დაიტბორა სამანქანო გზა და განადგურდა ადგილობრივი მცხოვრებლების კუთვნილი სახნავ-სათესი მიწა. რამდენიმე საათით ჩაკეტილი იყო სოფლის შიდა გზაც, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების დაწყებიდან მალევე გაიხსნა. მოსახლეობა დახმარებას მთავრობას სთხოვს, თუმცა ზარალის დათვლა ამ დრომდე არ დაწყებულა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ის ტერიტორია დააზარალა, სადაც ჩინური კომპანია მშენებლობას აწარმოებს. ადიდებულმა წყალმა კომაპნიის კუთვნილი ტექნიკაც მოიყოლა.