უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 60-მდე ადგილზე მეწყერი გააქტიურდა. სოფელ აგარაში კი ორი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ადგილობრივების ამბობენ, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას ფერდის გამაგრების სამუშაოების თაობაზე, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, შესაბამის უწყებებს ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც სოფელ თხილნარსა და მიმდებარე დასახლებებში მოსახლეობას ელექტროენერეგია არ მიეწოდება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.