სტოკჰოლმში ნობელის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. პრიზები მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და ეკონომიკის დარგში გამარჯვებულებს შვედეთის მეფემ გადასცა. სტოკჰოლმში არ იმყოფებოდა ნომებლის პრემიის ლაურეატი მშვდობის დარგში. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა ჯილდო ოსლოში მიიღო.
საზეიმო ცერემონიის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა. შვედეთის დედაქალაქში აქციის მონაწილეებმა აკადემიის არჩევანი, ლიტერატურის დარგში გააკრიტიკეს.
ავტსრიელი ავტორი პიტერ ჰანდკე კრიტიკის ქარცეცხლში 90-იან წლებში სერბეთის პოლიტიკური მოღვაწის - სლობოდან მილოშევიჩის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკეს. ნობელის პრემიის ლაურეატები სტოკჰოლმის კომიტეტმა ოქტომბერში გამოავლინა. ალფრედ ნობელის პრემიის გამარჯვებულს ჯილდოდ 9 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა. პრემია 1901 წლიდან გაიცემა.