logo
ENG



სტოლტენბერგი: არსებობს გადაუდებელი საჭიროება, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ უკრაინას

07 აპრ 202211:31
3 წუთის საკითხავი
 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დღეს, ბრიუსელში NATO-ს ლიდერები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების გადაცემის საჭიროებას განიხილავენ.

ეს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

"არსებობს გადაუდებელი საჭიროება, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ უკრაინას. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე მსუბუქი და მძიმე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების გადაცემის საჭიროებას.

გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, რომლის გაწევაც შეგვიძლია. NATO-ს ასევე აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ყველა მოკავშირე. უკრაინაში შეჭრის შემდეგ გავაძლიერეთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო წარმომადგენლობა და ჩვენ ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მხრიდან მოკავშირეების დაცვის მზაობის შესახებ მოსკოვში არ იქნება გაუგებრობები და არასწორი გათვლები", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 


close დახურვა