დროა, რომ დავდგეთ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ახლა. მოქმედების ადგილი კი უკრაინაა. NATO-ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაფუძნებთ უკრაინის სამეთაურო ცენტრს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერისა და წვრთნების კოორდინირებას მოახდენს. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბერში გერმანიაში დაიწყებს.
დღეს ასევე განვიხილავთ, როგორ დავიცვათ ჩვენი დემოკრატიები, როგორც გარე, ასევე, შიდა საფრთხეებისგან. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის მტრული ქმედებები NATO-ს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ, მათ შორის, კიბერთავდასხმები, საბოტაჟი და დეზინფორმაცია და მოკავშირეები ამის წინააღმდეგ ინდივიდუალურ და კოლექტიურ ზომებს იღებენ.