logo
ENG



სტოლტენბერგი: რეალურია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს

05 ოქტ 202401:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/05/sntxzxeosrug5zg.jpg

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სრულიად რეალურია, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს.

მისი თქმით, ამის მაგალითი იაპონიაა, რომელიც ავსტრალიასთან, კორეის რესპუბლიკასთან და ახალ ზელანდიასთან ერთად NATO-ს წევრი სახელმწიფოა.

"ყოველთვის სახიფათოა შედარება, რადგან არავითარი პარალელები არ არის აბსოლუტურად სწორი, თუმცა აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. თუმცა, ის არ ვრცელდება კურილიის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და რუსეთის მიერაა კონტროლირებადი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მაგალითი დასავლეთ გერმანიაა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიას თავის ნაწილად განიხილავდა, თუმცა, NATO მხოლოდ დასავლეთ გერმანიას იცავდა.

 


close დახურვა