logo
ENG



სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობა 11 მაისიდან სპეციალური სტანდარტების დაცვით შეეძლებათ

08 მაი 202014:21
3 წუთის საკითხავი
 
4y40rpsdwk8s3fw.png

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, სტომატოლოგიურ კლინიკებს 11 მაისიდან შეეძლებათ მუშაობის განახლება.

„სტომატოლოგიურ ასოციაციებთან და სტომატოლოგიურ პროფკავშრებთან შეთანხმებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები ქვეყანაში გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენასთან დაკავშირებით.

"დღის ბოლომდე გამოქვეყნდება საიტ www.rama.moh.gov.ge-ზე სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომელსაც უდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები. კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადები და გადააგზავნონ და შემდეგ განაცხადები dent@moh.gov.ge-ზე უნდა გადააგზავნონ. 11 მაისიდან სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შრომით პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმოამდგენლებთან ერთად დაიწყებს კლინიკების მონიტორინგს. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კლინიკებს ექნებათ საშუალება განაახლონ ფინქციონირება“, - განაცხადა კაპანაძემ.


close დახურვა