ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნავალნის საქმის განხილვისას მისსავე სასარგებლოდ დროებითი ზომა გამოიყენა და კრემლს რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
"სასამართლო ალექსეი ნავალნის სასარგებლოდ დროებით ზომას მიმართავს და რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს", - ვკითხულობთ სასამართლოს 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში.
დოკუმენტში წერია, რომ ეს ზომა დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების მთავარი ფორუმია, რომელშიც რუსეთიც არის გაწევრიანებული.