logo
ENG



სტრასბურგის საშობაო ბაზრობა ისევ გაიხსნა

23 ნოე 201912:34
3 წუთის საკითხავი
 
j89sebdpn2ahyht.jpg

თავდასხმიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ სტრასბურგის საშობაო ბაზრობა ისევ გაიხსნა. ტრადიციული ბაზრობა საფრანგეთში უძველესია.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში ადგილობრივი დელიკატესებისა და ხელნაკეთი საშობაო დეკორაციების გაყიდვა 4 საუკუნის წინ დაიწყეს. მას ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს, თუმცა გასული წლის 11 დეკემბერს შეიარაღებულმა მამაკაცმა ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა და 5 ადამიანი დახოცა.

ამის გამო, სტრასბურგში წელს უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და სპეციალური დეტექტორები დაამონტაჟეს. საშობაო ბაზრობა ქალაქში 30 დეკემბრამდე გაგრძელდება.


close დახურვა