ადამიანის უფლებათა ევროპულმა საქართველომ დღეს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სახელზე მიიღო მოთხოვნა, გამოიყენოს დროებითი ზომა რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რათა კრემლმა ნავალნის ოჯახის წევრებს სამკურნალოდ მისი გერმანიაში გამგზავრების უფლება მისცეს.
ინფორმაციას ევროპის საბჭოს კომუნიკაციების დირექტორი დანიელ ჰოლტგენი ავრცელებს.
The European Court of Human Rights has today received a request for an interim measure on behalf of Aleksey #Navalnyy, asking that the Court indicate to the Russian Government to allow Mr Navalnyy to be transported to Germany for treatment @ECHR_CEDH #ECHR pic.twitter.com/dRUxRykmFC
ნავალნის გერმანიაში გადაყვანას მისი ოჯახის წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში მოითხოვდნენ, თუმცა რუსი ექიმები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.
ნავალნის ცოლმა იულია ნავალნაიამ მისი მეუღლის გერმანიაში გადაყვანის უფლების მოპოვების მიზნით დღეს პუტინსაც მიმართა.
გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის ნავალნის სამედიცინო მომსახურება გაუწიოს.
ნავალნის მკურნალობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ომსკში დღეს, 21 აგვისტოს გერმანელი ექიმები ჩაფრინდნენ.
ნავალნი საავადმყოფოში გუშინ, 20 აგვისტოს გადაიყვანეს. პოლიტიკოსის პრესმდივანი კირა იარმიში ვარაუდობს, რომ ნავალნი მოწამლეს. მისივე თქმით, მან აეროპორტში ჩაი დალია, ფრენის დროს კი შეუძლოდ გახდა.
ომსკის კლინიკის მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მუხაროვსკიმ დღეს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება არ აღმოჩნდა.