logo
ENG



სტრასბურგმა სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა

11 ნოე 202120:07
3 წუთის საკითხავი
 

შეწყვეტს თუ არა შიმშილობას პატიმარი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება იმ შემთხვევაში, თუ ევროსასამართლოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს ხელისუფლებაც. მესამე პრეზიდენტი რეაბილიტაციისთვის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვს. სტრასბურგმა ხელისუფლებას შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, სააკაშვილის სათანადო პირობებში რეაბილიტაცია დაავალა. ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და დააწესა ვადებიც.


close დახურვა