logo
ENG



სტრატეგია აღმაშენებელი: მურუსიძე-გვრიტიშვილის დაბრუნება წინააღმდეგობაშია რეკომენდაციებთან

23 ოქტ 202220:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/23/br10wv9dz75jmgu.png

სტრატეგია აღმაშენებელის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის რეკომენდაციებთან.

მათი თქმით, ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ემსახურება სასამართლოში არსებული "კლანის" გაძლიერებას და ქართული ოცნების მხრიდან სასამართლო სისტემაზე კიდევ უფრო მეტი კონტროლის დამყარებას.

"კლანის" გავლენიანი წევრების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის რეკომენდაციებთან. ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმისა, საბჭოს წევრებად მაღალი სანდოობის, მაღალი რეპუტაციისა და მიუკერძოებელი კადრების დანიშვნისა, რაც არის ევრორეკომენდაცია, საბჭოში ადგილი დააკავებინეს "კლანის" წევრ მოსამართლეებს მურუსიძესა და გვრიტიშვილს.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს ფაქტზე, რომ პრორუსული ქართული ოცნება არ აპირებს არცერთი რეკომენდაციის შესრულებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად და უფრო მეტიც, დემონსტრაციულად დგამენ ნაბიჯებს, რომ კანდიდატის სტატუსზე მორიგ ჯერზე უარი ეთქვას საქართველოს.

როგორც ჩანს, პრორუსულმა ქართულმა ოცნებამ გააკეთა უკვე არჩევანი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, მოსკოვის სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს


close დახურვა