logo
ENG



სტრატეგია აღმაშენებელი პრეზიდენტის ინიციატივას - ქართულ ქარტიას უერთდება

27 მაი 202410:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/27/ns6mq6xhlmqlpvv.jpg

სტრატეგია აღმაშენებელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ინიციატივას - ქართულ ქარტიას უერთდება.

"მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას.

აქედან გამომდინარე, "სტრატეგია აღმაშენებელი" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ “ქართულ ქარტიას“ უერთდება ", - აცხადებენ პარტიაში. 

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. ამ დროისთვის გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქარტიას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება.

 


close დახურვა