logo
ENG



სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლებისგან მიუღებელია მსგავსი განცხადებები - კალაძე

29 იან 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახი კალაძე კონგრესმენის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიუღებელია მსგავსი განცხადებები და აშკარაა კონგრესმენებში ინფორმირებულობის პრობლემა. კალაძის განცხადებით, აუცილებელია მათთვის ინფორმაციის მიწოდება.

„განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, სცდება ჩვენს ყოველგვარ მეგობრულ ურთიერთობას. აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი და კანონმდებლები არ უნდა საუბრობდნენ ასე. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ვიცი, რას წარმოადგენს „ფრონტერა“. საქმე მიდის საერთაშორისო არბიტრაჟში და მათ იციან, რომ ამას წააგებენ. მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები. იყო კონგრესმენების ჯგუფი, ვინც ამ კომპანიას უწევენ ლობირებას. შინაარსი რომ ვნახოთ, აშკარაა ფაქტობრივი ცდომილებები და ამიტომ, აუცილებელია ზუსტი ინფორმაციის მიწოდება", - აცხადებს კალაძე.

თბილისის მერი გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძის განცხადებასაც და განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ გეგმავდა პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.

„რა მოხდა პარლამენტში, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ ვიყავით სისტემის ცვლილების მომხრე. მაგრამ დეპუტატების წინააღმდეგობის გამო ცვლილება ჩავარდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დაპირება შესრულებულიყო. ეს ჩვენი პრობლემაა, რაც სამწუხაროა, თუმცა ჩვენ არც კანონი დაგვირღვევია და არც კონსტიტუცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახი კალაძემ უპასუხა სამთავრობო ცვლილებების შესახებ კითხვებსაც და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უმკაცრესად შეერთებული შტატების კიდევ ერთ კონგრესმენმა გააკრიტიკაწარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა საქართველოში უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში პირადად ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. პუტინის მარიონეტი - სწორედ ასე მოიხსენია  კონგრესმენმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. კონგრესმენმა ოლსენმა ივანიშვილი პოპულარული ამერიკული  შოუს, "სეზამის ქუჩის" პერსონაჟს შეადარა, რომელიც საკუთარ სახლს ნაგვით ავსებს. 


close დახურვა