logo
ENG



სტუდენტები გამოსახლებისას დაკავებულ ლექტორს, აკაკი ჩიქობავას მხარდაჭერას უცხადებენ

25 იან 202412:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/25/siq3u8b5jcedqwk.jpg

სტუდენტები მხარდაჭერას უცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, აკაკი ჩიქობავას, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციისას დააკავეს და მის გათავისუფლებას ითხოვენ.  

"აკაკი ჩიქობავა ჩვენთვის გამორჩეული ლექტორია - არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ლექციები გამოირჩეოდა სიღრმით, ენერგიით და იუმორით, არამედ იმის გამოც, რომ ის ყოველთვის მზად არის გვერდით დაუდგეს მათ, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება - სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, გამოსახლების პირად მყოფ ოჯახს, გაფიცულ მშრომელს

საცხოვრებლის პრობლემა ჩვენთვის არ არის შორის, სტუდენტებმა ყველაზე უკეთ ვიცით, რას ნიშნავს უბინაობა, რას ნიშნავს ქირით ცხოვრება, როცა შენი ოჯახის შემოსავალი არასტაბილური და მოყანყალეა. ქირის გადასახდელად ჩვენ ვმუშაობთ - ვმუშაობთ, რომ ვისწავლოთ, მაგრამ სამუშაო სწავლისგან გვწყვეტს. 

ჩვენ სოლიდარულები ვართ მათ მიმართ, ვისაც უკანასკნელი თავშესაფრიდან ასახლებენ და სოლიდარული ვართ მათ მიმართაც, ვინც გულხელდაკრეფილი არ ზის და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებს გამოსახლების შემზარაობას", - წერია მათ საერთო განცხადებაში. 

მათივე თქმით, თუ აკაკი ჩიქობავა და გამოსახლების დროს დაკავებული სხვა ადამიანები არ გათავისუფლდებიან, ამას სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვება. 

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ მართლობს, რომ ყველაფერი ნებადართულია, რომ ძარცვა-გლეჯა წესია, ხოლო ემპათია და სოლიდარობა კრიმინალია. ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება!" - აცხადებენ ხელმომწერი სტუდენტები. 


close დახურვა