logo
ENG



სტუდენტების თქმით, თსუ-ის ადმინისტრაციამ მათ ხმის გამაძლიერებლები წაართვა

25 ნოე 201918:43
3 წუთის საკითხავი
 
ls1orr1akhdkah2.jpeg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტთა განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მათ ხმის გამაძლიერებლები წაართვა.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ იცოდა, რომ ეს პროტესტი დაგეგმილი იყო. მოვითხოვეთ აპარატურა, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხება. დავინახეთ, რომ გამოტანილიც იყო ეს აპარატურა, გასინჯეს კიდეც, რომ მუშაობდა, მაგრამ სანამ ხალხი შეიკრიბებოდა, შევამჩნიეთ, რომ აპარატურა გაქრა. პასუხი არ არსებობს, სად წავიდა“ - ამბობს „ფორმულასთან“ საუბრისას ლუკა ჭიჭინაძე. 

აქციის მონაწილეთა მტკიცებით, თავდაპირველად ადმინისტრაციის ნებართვით, უნივერსიტეტის ეზოში განალაგეს საჭირო ტექნიკა, თუმცა მოგვიანებით დაცვის სამსახურმა ის კვლავ შენობაში შეიტანა.

თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ სახელწოდებით „სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ“. ისინი მსვლელობით რუსთაველზე აქციას შეუერთდებიან.


close დახურვა