განათლების სამინისტროსთან სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლები აქციის გასამართად იკრიბებიან.
ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, საგამოცდო ცენტრებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ საგამოცდო ცენტრების აუდიტორიებსა და სველ წერტილებში ანტისანიტარიაა.
ამის დასტურად მათ სამინისტროსთან შესაბამისი ფოტომასალა მიიტანეს. სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლები სამინისტროსგან გამოცდების დაწყებამდე ამ პრობლემის გადაჭრას მოითხოვენ.