logo
ENG



სტუდია მონიტორი: პროპაგანდისტული არხი Мир-ი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ფართს ქირაობს

01 დეკ 202212:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/01/mnfa7a7rm26u7e8.jpg

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, უკრაინასა და ბალტიისპირეთში აკრძალული რუსულენოვანი ტელეკომპანია Мир-ი 2008 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ფართს ქირაობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბოლო ხელშეკრულება რუსული ტელე-რადიო კომპანიის წარმომადგენლობამ პირველ არხთან 2017 წელს გააფორმა. იჯარის ყოველთვიური თანხა 1880 ლარია.

"2008 წლიდან ნამდვილად ქირაობს ამ ფართს კომპანია Мир-ი. უფრო მეტს გეტყვით 12-14 ნოემბრიდან ეს ქონება გასხვისებულია და საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი მფლობელი ოფიციალურად აღარ არის", - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ლატვიამ და ლიეტუვამ Мир-ს მაუწყებლობა საკუთარ ტერიტორიაზე აუკრძალა, თუმცა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს აღნიშნულ ტელე-რადიო კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუუქმებია.


close დახურვა