logo
ENG



სუბარი დარბევაზე: აღლვეთილია ის უკანონობა, რაც ხდებოდა

18 ნოე 201919:06
3 წუთის საკითხავი
 
4gdma3c26phk71c.jpg

სოზარ სუბარის განცხადებით, სახელმწიფოს არა თუ ჰქონდა უფლება, ვალდებულიც იყო, აღეკვეთა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები.

„როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება და პარლამენტარების ფიზიკური შეურაცხყოფა, სახელმწიფო ვალდებულიც კია იმოქმედოს და ეს მოქმედება განხორციელდა. აღლვეთილია ის უკანონობა, რაც ხდებოდა. ისინიც კი, ვინც მომიტინგეების მხარეს იყვნენ, ვერ მალავდნენ, რომ ეს იყო უკანონობა. განსაკუთრებით გამოვყოფ გრიგოლ ვაშაძის ქმედებებს, რომელიც თავს დაესხა სპეცრაზმელებს და ხელებს ურტყამდა მათ. მათი უმრავლესობა ბუნებრივია გადაიხდის მწარე ისტორიულ ფასს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას მაჟორიტარული მოწყობა უფრო შეესაბამება. აქციის დარბევის შემდეგ, სოზარ სუბარი არის მმართველი პარტიის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც კომენტარი გააკეთა. 


close დახურვა