logo
ENG



სუბარი ზურაბიშვილზე: როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო, კაცმა არ იცის, რომელი უფრო სტკივა

28 ივლ 202210:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/28/eed1xlet5bdheha.jpg

ქართული ოცნებიდან ფორმალურად გასული სოზარ სუბარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ამბობს, რომ "კაცმა არ იცის, რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს".

მან იმედთან თქვა, რომ "როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო, კაცმა არ იცის, რომელი უფრო სტკივა და სტკივა თუ არა ის, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოა".

"პრეზიდენტი რას ამბობს, საერთოდ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, ჩვენზე რას იტყვის, ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. საზოგადოება ხედავს სიმართლეს. როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო, როგორ ჩანს, მაინც კაცმა არ იცის, რომელი უფრო სტკივა და სტკივა თუ არა ის, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოა და სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურაც ბოლომდე ეტყობა მაინც ვერ გაითავისა. კაცმა არ იცის, რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს.

ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ ეს ადამიანი სხვა კულტურაში იყო გაზრდილი, მიუხედავად თავისი შთამომავლობისა, თავისი გვარიშვილობისა, მიუხედავად თუ რომელ მთავრობას წარმოადგენდა, ემიგრანტ მთავრობას ვგულისხმობ, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ერთ-ერთი ქვეყნის და ევროკავშირიდან წამოსული ადამაინი, ვფიქრობდით, რომ დიახ, ჩვენი ინტერესები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, საქართველოს ინტერესები, დასავლეთის ინტერესები, რომ მას ეს ორი სამშობლო არ შეუშლის ხელს, ემსახუროს საქართველოს ინტერესებს, მაგრამ როგორც კი პირველი გარკვეულწილად წინააღმდეგობა შეიძლება გაჩენილიყო, იქ მან სხვა თამაში აირჩია", - განაცხადა სუბარმა.

სალომე ზურაბიშვილი 21 ივლისს გამოეხმაურა ქართული ოცნებიდან სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის გასვლას და თქვა, რომ "ესენი რომ არ არიან გასული არსად, ამაში 2 აზრი არ არის".

"მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე. არ ჰგვანან რაღაცა დამოუკიდებელ ადამიანებს. პარლამენტიდან და მუნიციპალიტეტებიდან გასულების მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე. ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება და ამით თავს იმართლებენ რომ თვითონაც საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ.

ვინც გავიდა [ოცნებიდან] ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება?! არანაირი დაგმობა არაა მათი ექსტრემალური რადიკალური განცხადებების", - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.


close დახურვა