logo
ENG



სუბელიანი:ჩემს თვალწინ ერთ გოგონას პოლიციამ თავში შეშა ჩაარტყა

26 ნოე 201907:30
3 წუთის საკითხავი
 
2twma7im2s2bigr.jpg

სამოქალაქო აქტივისტმა ანი სუბელიანმა „ფორმულას“ განუცხადა, რომ აქციის დაშლისას მომიტინგეები სპეცრაზმის ყველა მოთხოვნას ემორჩილებოდნენ. მიუხედავად ამისა, დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლი, რასაც აქციის მონაწილეების დაშავება მოყვა.

„აბსოლუტურად მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ყველა მოთხოვნებს ემორჩილებოდნენ, გადავიდნენ ტროტუარზე. მიუხედავად ამისა, გამოიყენეს ჭყლის ჭავლი. არიან დაშავებულები. არის ადამიანი, რომელმაც ხელი მოიტეხა, არის ადამიანი რომელსაც სახეში დაუმიზნეს და დასისხლიანებული იყო. ველური მეტოდებით გვიპირისპირდება  ხელისუფლება, რომელიც უკვე ჩამოშლილია. არც შინაგან საქმეთა სამინისტრო გყვავს, არც სასამართლო, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ემორჩილება ერთ გაბოროტებულ კაცს. ერთი შეშის ნაფოტის გამო აკავებენ ადამიანს, გადაგვთელეს. ჩემს თვალწინ ერთ გოგონას პოლიციამ თავში ჩაარტყა შეშა", - განაცხადა სუბელიანმა.

პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას"  ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი. 

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks                                                                                                                                                                                


close დახურვა