სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა პაკისტანში სამგზავრო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებისას. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. უბედური შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით იმ დროს მოხდა, როდესაც ავტობუსი სარკინიგზო ხაზის გადაკვეთას აკრძალული მონაკვეთიდან ცდილობდა.
მატარებელი ქალაქ კარაჩიდან რავალპინდის მიმართულებიდან გადაადგილდებოდა. რკინიგზის ადმინისტრაციის თქმით, შეჯახებისას დაზიანდა მატარებლის ძრავიც, დაშავდა მემანქანის ასისტენტიც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პაკისტანში 100-მდე სარკინიგზო ავარია დაფიქსირდა. მათი დიდი ნაწილი აკრძალულ ადგილებზე სარკინიგზო ხაზის გადაკვეთაზე მოდის.