logo
ENG



სულხან სალაძე: 15 წლის მოზარდის საქმე, ერთი პირის დაკავებით არ უნდა დასრულდეს

17 დეკ 201922:22
3 წუთის საკითხავი
 
yfh6kbxkpbrr7uk.jpg

 

„15 წლის მოზარდის საქმე, ერთი პირის დაკავებით არ უნდა დასრულდეს“, - ასე ეხმაურება საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

როგორც სალაძე აცხადებს, სახელწიფო ინსპექტორის სამსახურმა ახლა უნდა დაამტკიცოს, ადამიანის უფლებების მხარესაა თუ სისტემის.

ჩვენ წარმოვადგენთ ოჯახის ინტერესებს, ვიცავთ მათ უფლებებს. გარკვეული დროის შემდეგ გვექნება კომუნიკაცია მათთან. აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აწარმოოს დროული გამოძიება, ის რომ ერთი პირი დააკავეს, არ ნიშნავს, რომ რამე დასრულდა. ახლა ჯერი არის პროკურატურაზე. ჩვენი ინფორმაციით, გამოკითხვაში, მხოლოდ ერთი ადამიანი არ მონაწილეობდა, ამიტომ თითოეული პირის მიმართ უნდა მოხდეს მოკვლევა. დღეს როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აამოქმედა საგამოძიებო ფუნქცია, ეს საქმე შეიძლება იყოს საეტაპო საქმე, მათ უნდა გვითხრან, ვის მხარეს დგას ინსპექტორის სამსახური, ეს არის ადამიანის უფლებები, თუ ეს არის სისტემა, რომლის წინააღმდეგ წასვლაც, არ იქნება მარტივი. რა არგუმენტებს მოიტანს ინსპექტორის სამსახური, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს სულხან სალაძე.  

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

 


close დახურვა