logo
ENG



სულხან სალაძე: დაზარალებულებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას გავაჟღერებთ

30 ოქტ 201921:48
3 წუთის საკითხავი
 
grj4oqgfsa3p6bx.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე „პოლიტიკის ფორმულის“ ეთერში 20 ივნისს დაზარალებულების შესახებ ახალი ინფორმაციის გავრცელებას აანონსებს. მისი თქმით, სიახლე საკმაოდ უხერხული იქნება.

„ხვალ მორიგ ინფორმაციას გავავრცელებთ რაოდენობასთან დაკავშირებით. პროკურატურისთვის მუდმივად არაკომფორტული იქნება ეს რიცხვი. თუკი გენერალური პროკურორი ამ ფორმატში გააგრძელებს საუბარს, რომ კანონი არ იძლევა შესაძლებლობას, კი ბატონო, გააგრძელოს. ამ ხელისუფლებას მოუბრუნდება ეს ყველაფერი ძალიან ცუდად“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სულხან სალაძე „პოლიტიკის ფორმულაში“ სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.


close დახურვა