logo
ENG



სულხან სალაძე: საგანგებო მდგომარეობა არ გავრცელდება რელიგიურ რიტუალებზე

21 მარ 202019:16
3 წუთის საკითხავი
 
dvscxxdrcwl9ski.jpg

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი სულხან სალაძე საგანგებო მდგომარეობაზე "ფორმულას" პირდაპირ ეთერში საუბრობს და მის სამართლებრივ ნაწილს განიხილავს. მისი თქმით, დეკრეტი და შეზღუდვა არ ვრცელდება რელიგიურ პროცედურებზე, თუმცა აღნიშნულის დარეგულირება ხელისუფლებას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შედეგად შეუძლია. 

"საგანგებო მდგომარეობა არაა ჩვეულებრივი პროცესი და მას შესაძლოა ბევრი შეზღუდვა ახლდეს თან. საინტერესოა, გავრცელდება თუ არა  შეზღუდვები ეკლესიაზე. წესით, მე-16 მუხლი ვერ გავრცელდება მასზე  და არ გულისხმობს რელიგიური რიტუალების შეწყევტას. თუმცა, პარლამენტს შეუძლია დაჩქარებულ ვადებში განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომლებიც მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებს არ მისცემს საშუალებას, ისე იმოქმედონ, როგორც სურთ. ამიტომ ესაა პოლიტიკური ნების ნაწილი. ჩემი აზრით, ყველას უნდა ეხებოდეს", - აღნიშნავს სალაძე. 


close დახურვა