logo
ENG



სუნაკის თქმით, უკრაინა გახდება NATO-ს წევრი - ამაზე მუშაობის დაწყება უკვე შეიძლება

23 თებ 202308:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/23/6q6u71c3x4tqg4j.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება მომავალში და ამაზე მუშაობის დაწყება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკვე შეუძლია.

სუნაკის თქმით, ქვეყნებმა პირველ რიგში მთელი ძალისხმევა უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ უნდა მიმართონ.

"ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა ვკონცენტრირდეთ დღევანდელ სიტუაციაზე. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერისკენ მიმართული გრძელვადიანი გეგმა გაგვაჩნია - ამის ნაწილია ის წვრთნები, რომლებსაც ახლა ვატარებთ.

ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რისი გაკეთება გვინდა. რადგან ნატოს წევრობის გზაზე აუცილებელია უკრაინას მივაწოდოთ ალიანსის რაც შეიძლება მეტი სტანდარტული აღჭურვილობა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყველა ძალების თავსებადობა უნდა უზრუნველყოთ, ამიტომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ნატოს ტაქტიკით ასევე ამ პროცესის ნაწილია. ეს ის საკითხებია, რომლებზეც მუშაობის დაწყება უკვე შეგვიძლია. და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში", - თქვა სუნაკმა უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს.


close დახურვა