logo
ENG



სურამში, პეტერბურგიდან ზუგდიდისკენ მიმავალი ავტობუსი გაქურდეს

27 ნოე 201917:16
3 წუთის საკითხავი
 
t6dsvt11ex1aecy.jpg

სურამში, პეტერბურგიდან ზუგდიდისკენ მიმავალი ავტობუსი გაქურდეს. 

როგორც "ფორმულას" ავტობუსის მძღოლმა ვანო ადუაშვულმა განუცხადა, შემთხვევა წუხელ, დაახლოებით ორ საათზე მოხდა. 

"სურამში საჭმელად გავჩერდით. მეც და მგზავრებიც ჩამოსული ვიყავით ავტობუსიდან. იქ მხოლოდ ერთი ქალბატონი იყო დარჩენილი და იმასაც ეძინა. ჭამას რომ მოვრჩით, ავტობუსში ნივთები არ დაგვხვდა. წაღებულია როგორც ჩვენი, ისე მგზავრების ნივთები. მათ შორის ტელეფონები და ის გზავნილები, რომელიც გამომატანეს", - განუცხადა "ფორმულას" ავტობუსის მძღოლმა.

მომხდარს შს სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა