logo
ENG



სურამში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

06 ივლ 202013:43
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურამში ცოლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. უწყების ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა კაცმა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, წარსულში შს სამინისტროს მეუღლეებს შორის კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ მიუღია, შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არ გამოუციათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებლ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა