logo
ENG



სურგულაძე: დიდი საშიშროება დგას, რომ დავრჩებით ექიმების გარეშე

06 დეკ 202014:59
3 წუთის საკითხავი
 

​პარტია ლელოს წევრი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ კორონავირუსის მართვისას სახელმწიფომ პირველ რიგში იმ ადამიანებზე უნდა იზრუნოს, ვინც საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებში მუშაობენ.

სურგულაძის თქმით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს სად რა პრობლემის წინაშე დგანან ექიმები.

"ექთნების, ექიმების და ყველა იმ ხალხის, ვინც მუშაობს საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, ამბულატორიებში, მათი უსაფრთხოება არის ნომერი ერთი საკითხი, რომელიც უნდა მოაგვაროს სახელმწიფომ.

ჩვენთან იმასაც ვერ ვაკეთებთ, რომ რომელი სპეციალობები, რატო ხდება. ზუსტად ეპიდემიოლოგიური ძირითადი ამოცანა არის, შევისწავლოთ სად არის პრობლემა. წერტილოვანი დარტყმებიც ეგ არის და რაც შეიძლება დროულად ეს პრობლემა მოვაგვაროთ. საქართველოში ეს არ ხდება და ძალიან დიდი საშიშროება დგას იმის, რომ დავრჩებით ექიმების გარეშე",-ამბობს ვატო სურგუაძე.

აღსაღნიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა.

ასევე, ექიმების ინფიცირების გამო საჩხერის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების მხოლოდ 1 ბრიგადა მუშაობს, გორში კი 8-ის ნაცვლად 4.


close დახურვა