საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ექსტრაკორპორული გზით განაყოფიერების სერვისით (სუროგაცია) სარგებლობა მხოლოდ იმ წყვილებს შეეძლებათ, რომლებიც ქორწინებაში ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მინიმუმ 1 წელია იმყოფებიან.
"ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით", - წერია წულუკიანის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ინიცირებულ ცვლილებებში.
ბრძანება 2020 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.