სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ და კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას ეცნობიან.
რეკომენდაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული. დახურული ტიპის კვების ობიექტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ.