სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში ყველის კუსტარული საწარმო გამოავლინა, დაჯარიმდა ბიზნესოპერატორი.
სეს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რძის პროდუქტების არარეგისტრირებული საწარმო ყველს სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნოლოგიური ნორმების დარღვევით აწარმოებდა.
"ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი, ე. წ. ყველი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
იმერეთის რეგიონში სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი აქტიურად გრძელდება. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას", - წერია განცხადებაში.
