logo
ENG



სუს-ი პატრიოტთა ალიანსის კრემლიდან დახმარების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს

24 აგვ 202019:33
3 წუთის საკითხავი
 
2xjubi3gm6az9fk.jpg

"ამ ეტაპზე, არანაირი კომენტარი არ გაკეთდება", - ასე უპასუხეს ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორგანიზაცია "დოსიეს" გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც პატრიოტთა ალიანსს საპარლამენტო არჩევნებში კრემლი ეხმარება.

კერძოდ, ფორმულა დაინტერესდა კრემლის მიერ საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის  დახმარებაზე თუ დაიწყეს გამოძიება, ან ვინმე გამოკითხვაზე თუ დაიბარეს.

ცნობისთვის, ორგანიზაცია "დოსიეს" ინფორმაციით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" პირდაპირ ეხმარება. 

გამოცემის ცნობით, უკვე ჩამოყალიბებულია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი, დამზადებულია სააგიტაციო ვიდეორგოლები, დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი მოსკოვური კომპანიიდან POLITSECRETS. მიხეევს გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებული პირები - ФСБ-ს  თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და ГРУ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი - კურირებენ.

"დოსიეს" ცნობით, ქართველმა პოლიტიკოსებმა მოსკოვში საარჩევნო კამპანიის ოთხი თვის ბიუჯეტი გაგზავნეს. ისინი სუვენირებზე $166 667-ის დახარჯვას გეგმავენ, ზოგად ხარჯები კი $8 430 625-დაა შეფასებული.


close დახურვა