logo
ENG



სუს-ი რუსული სპეცსამსახურების მარიონეტული ორგანიზაციაა - საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან

16 ივნ 202018:55
3 წუთის საკითხავი
 
0xr8bjuujjojsug.jpg

თბილისში, რუსეთის საელჩოს შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციამ „დაიცავი არჩევანი“ საპროტესტო აქცია გამართა.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც „ფორმულამ“ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელიც სუს-მა ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავა, სავარაუდოდ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

ადგილზე გამოფენილი ჰქონდათ ყველა იმ ადამიანის სურათი, ვინც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სისხლიან რეჟიმს ემსხვერპლა, მათ შორის ქართველი გმირების და ასევე რუსი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდო ქილერი დააკავა საკმარისი არ არის, ვინაიდან ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არც ერთი რუსი ჯაშუშის გამოვლენა არ მოუხდენია. შეკრებილებმა „ოცნების“ ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებასთან კოლაბორაციულ მიდგომასა და თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, დღეის მდგომარეობით სუს-ის რუსული სპეცსამსახურების მარიონეტული ორგანიზაციაა.

საელჩოსთან გამართულ აქციას მოგვიანებით რუსეთის მოქალაქეც შეუერთდა, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს. მან შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ვლადიმერ პუტინის სისხლიანი რეჟიმის ქმედებები დაგმო. ამასთან, მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიებია და იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე ეს ტერიტორიები კვლავ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაექვემდებარება.

 


close დახურვა