ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა დამატებით კითხვებს უჩენს ოპოზიციას სუს-ის ანგარიშის შემდეგ. გასული წლის საფრთხეები და გამოწვევები უწყებამ ისე მიმოიხილა, რომ ოპონენტებმა მასში ვერცერთი რუსი ჯაშუშის დაკავების შესახებ ამოიკითხეს.
გავრილოვის ღამეს ძალადობრივად დარბეული აქცია ანგარიშში მოხვდა აქციის მონაწილეთა დაუმორჩილებლობის კონტექსტში და არა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაჭარბების გამო. ოპოზიციისთვის სუსი არა ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ ივანიშვილის ინტერესების დამცველია.
