სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია "ფორმულას" სუს-ში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 253 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.