logo
ENG



სუს-ის ტერორიზმის საქმე - სიყალბედ აღქმული გამოძიება

23 ივლ 202420:14
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომლებიც რუსეთის სამიზნეები არიან, საქართველოს ხელისუფლების მიერაც იდევნებიან. არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმი, ტრადიციულად, ახალ საქმეს ამზადებს. გრძელდება წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა სისხლის სამართლის გამოძიების აღძვრა წინასაარჩევნოდ, შეთქმულების თეორიებზე დაყრდნობით. ამჯერად მიზანში ქართველი მებრძოლები ამოიღეს. არსებობს ვარაუდი, რომ ეს საქმეები წინასაარჩევნო დეზინფორმაციასთან ერთად, სხვა ამოცანებსაც ისახავს - მებრძოლების დაკავებას ან ქვეყნიდან განდევნას. ხელისუფლების მედია ქართულ ოცნებასთან კოორდინირებულად აწარმოებს პროპაგანდას.

 


close დახურვა