სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ლილუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.
მათ ასევე განიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებს.