სუს-ის შენობათან ოპოზიციის მშვიდობიან აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსებიც.
მოქალაქეები სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან უწყების დეპოლიტიზაციის მოთხოვნით შეიკრიბნენ. აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ მისი დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება და თვალთვალი.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაკავების მიზეზებს არ უხსნიან. მათ ხელს კიდებენ და პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით სვამენ.
ერთ-ერთმა პოლიციელმა ფორმულას უთხრა, რომ შეკრებილები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ვინაიდან იკრძალება სახელმწიფო შენობების პიკეტირება.
იგივე გაიმეორა საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემაც.
თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ.
პოლიციელი გოგა მემანიშვილი ამბობს, რომ შეკრებილები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა, აქციაზე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ადამიანებს იმ დროსაც აკავებდნენ, როცა ისინი ჟურნალისტებთან კამერების წინ ლაპარაკობდნენ.
სუს-თან დაკავებები გრძელდება.